Wednesday, April 9, 2014

მერვე მეცხრე დღის რეფლექსია

 ავტვირთე ჩემს ბლოგზე ჩემი პროექტის პორტფოლიო, წარვუდგინე ჩემს კოლეგებს და ტრენერს ჩემი პრეზენტაცია. ვფიქრობ ძალზედ საინტერესო და დროული აღმოჩნდა ეს ტრენინგი თვითოეული პედაგოგისთვის, რადგან  შევისწავლეთ და გავეცანით ბევრ საინტერესო სიახლეს, რაც თვითოეულ ჩვენთაგანს დაეხმარება პროფესიულ განვითარებაში, რათა უფრო მეტად საინტრესო და სასიამოვნო გავხადოთ ჩვენი მოსწავლეთათვის თითოეული გაკვეთილი. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო. ჩვენი ტრენენრი ბატონი გიორგი საინტერესოდ გადმოგვცემდა მასალას და ამომწურავ პასუხს სცემდა თვითოეული ჩვენთაგანის მიერ დასმულ კითხვას, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. ასეთი ტრენინგები თუ გაგრძელდება ძალზედ მოხარული ვიქნები.

Tuesday, April 1, 2014

მეექვსე მეშვიდე დღის რეფლექსია


 ავითვისეთ დრაივი, მასზე ფაილებისა და ფოლდერების ატვირთვა გაზიარება. ავტვირთეთ პირადი ბუკლეტი Drive . ვიმუშავეთ პროექტზე ჩამოვაყალიბეთ მაღალი დონის იმ უნარჩვევებზე რომელიც ჩვენი პროექტის თემას შეესაბამება და ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

პროექტის ბუკლეტი

ინახულეთ ბუკლეტი

Friday, March 21, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

ავითვისეთ ბლოგიდან ფაილების ჩამოტვირთვა და სამიზნე საქაღალდეებში შენახვა.
კორექტივები შევიტანეთ პირადი ბუკლეტის შექმნაში.
 ტრენინგზე მიღებული ცოდნა საინტერესო და დროული აღმოჩნდა ჩვენი პროფესიული ზრდისათვის.ყოველ დღე უფრო საინტერესო ხდება ჩვენი ტრენინგის თემა. ვეცნობით  და ვსაწავლობთ ბევრ სიახლეებს რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს ტრენერს ბატონ გიორგი ცინცაძეს.

Tuesday, March 18, 2014

მესამე და მეოთხე დღის რეფლექსია

  • გავეცანით პროექტების ნიმუშებს
  • შევისწავლეთ ბუკლეტების ნიმუშები
  • შევიმუშავეთ ჩვენი პროექტის თემები
  •  მივიღეთ მითითებები და შევქმენით საკუთარი პროექტის ბუკლეტი და ვისარგებლეთ ჩეკლისტით

Tuesday, March 11, 2014

მეორე დღის რეფლექსია


  1. ავითვისეთ პოსტების დადება ბლოგზე
  2. შევისწავლეთ საიტების  ჩანიშვნა ,,blukmark"
  3. პოსტების განახლება, სურათების დადება
  4. მოვინახულეტ ბლოგების ნიმუშები
  5. საიტების სარჩევის შექმნა Word-ში
  6. გავეცანით პორტფოლიოს სტრუქტურას

პირველი დღის რეფლექსია


  • მიმოვიხილეთ ინტელის კურსისა ,,პროექტებით სწავლება"
  • დავათვარიელეთ პროექტთა ნიმუშები
  • ბლოგის ნიმუშის ნახვა
  • ბლოგის შექმნა